16:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 16:02:50, 589 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს - ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში  ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების რაც შეიძლება მალე დაძლევისა და ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვების უფრო თამამად შემსუბუქების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულება - მათ შორის პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური  დისტანციის დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად, მათ შორის პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეების ფონზე პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის კუთხით.

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები  თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics