|
2015-10-05 13:48:17, 754 ნახვა
ეკონომიკა
ციფრებით მანიპულირება - ეკონომიკის ექსპერტები საქსტატის მონაცემებს არასანდოდ მიიჩნევენ
ექსპერტები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს არასანდოდ მიიჩნევენ. მათ „ესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ ციფრები, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს დამახინჯებულია. ზოგიერთი სპეციალისტის მტკიცებით, საქსტატის მსგავსი დამოუკიდებელი ორგანოები ხელისუფლების ზეწოლას განიცდიან. „სტატისტიკური ინფორმაცია, ვთვლი, რომ არასაიმედო გახდა. საქსტატი მაინცდამაინც კეთილსინდისიერად არ მუშაობს. რწმენა დაიკარგა მის მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არასწორ, უცნაურ ციფრებს დებს. მგონია, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით მანიპულირება ხდება. მისი მოტივაცია შეიძლება იყოს ის, რომ ზემოქმედების ქვეშ არის. საქსტატი იქნება, თუ მარეგულირებელი ენერგეტიკის დარგში, ვითომ სხვა დამოუკიდებელი ორგანო ზეწოლას განიცდის ხელისუფლებისგან“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიგა ბედინეიშვილი. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემაც აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახური ცუდად მუშაობს და ინფორმაციას ამახინჯებს. „ინფორმაციას ან შეგნებულად ამახინჯებს, ან მას არ აქვს გამართული მეთოდოლოგია“, - აცხადებს რომან გოცირიძე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარეც მანიპულაციების შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, ანალიტიკოსებს და ექსპერტებს აქვს კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნების არსებობას გარკვეული საფუძველი და ლეგიტიმაცია გააჩნია. “იმისთვის, რომ არ ვენდოთ საქსტატის მონაცემებს რეალურად ჩვენ ამის არგუმენტები, დამადასტურებელი ფაქტი გვჭირდება, რაც არ მაქვს. თუ საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ვთქვათ არ აქვეყნებს ზუსტ ინფიორმაციას, ამით ქვეყანას ცუდ იმიჯს შეუმქნის, რადგან ეს არის წყარო არამხოლოდ ქართველი ბიზნესმენებისთვის და ეკონომისტებისთვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვისაც. გარკვეული კითხვისნიშნები მეც მსმენია საქსტატის მონაცემეთან დაკავშირებით. შესაძლებელია იყოს გარკვეული მანიპულაცია, ინვესტიციებში, რაღაცით ასახვა ისეთით, რაც უფრო იმპორტია და არა ინვესტიცია. ანალიტიკოსებს და ექსპერტებს აქვს კითხვის ნიშნები და კითხვის ნიშნების არსებობასაც აქვს გარკვეული საფუძველი და ლეგიტიმაცია“, - უთხრა „ექსპრესნიუსს“ გიორგი კეპულაძემ. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა $355 მილიონი იყო, რაც 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 81%-ით მეტია. გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობაც. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 12%-ით მოიმატა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)