|
2021-02-05 14:53:40, 841 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე, „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“, ზედმეტი პატივია მათთვის
ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე, „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“, ზედმეტი პატივია მათთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, არჩევნების გაყალბებაზე არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, წარმოუდგინონ ისინი საგამოძიებო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. „ბევრი ხვეწნა გამოდის, რომ შემობრძანდით, გეპატიჟებით, გუშინ საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული და ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა. თუმცა თუ მათ რაიმე არგუმენტი, ერთი მაინც დარჩათ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან მოატყუეს ის ადამიანები, ვინც მათ ამომრჩეველს წარმოადგენენ. ნუ იქნებიან მათზე ისეთი წარმოდგენის, რომელიც გონებრივ შესაძლებლობებს უკავშირდება. შეუძლებელია, რომ თუ რომელიმე ადამიანი ობიექტურად ფიქრობს, სიმართლეში ვერ გაერკვეს, მათ აღარ აქვთ არც ერთ კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)