|
2021-02-04 13:59:57, 915 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი კომენტარით, ვისაუბრეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები
ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, პარლამენტში განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათ შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები გაიზიარეს. „მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა. ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის აღწერა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, გუშინ, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. აღნიშნული საკითხის განსახილველად კი თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელი საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)