11:37 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 16:57:12, 688 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  თენგიზ ცერცვაძესთან ერთად  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინის შენახვის პირობები დაათვალიერა.

თენგიზ ცერცვაძის  განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო  უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. სამედიცინო დაწესებულებას   2 ულტრათანამედროვე მაცივარი აქვს , რომელიც იძლევა მინუს 80 გრადუსზე შენახვის შესაძლებლობას.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებულები, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics