|
2021-02-03 15:24:57, 618 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და მათი ბრალდებები ფაქტებით დაამტკიცონ
დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, თუნდაც 1%-იან გადახრას დააფიქსირებს, მმართველი გუნდი მზად არის, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს. „დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ. დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ, ოპოზიციას შევთავაზეთ უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერის გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე, თუმცა სამივე შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევისა და შეურაცხყოფის კამპანია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ“, - განაცხადა კუჭავამ. მმართველი გუნდი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის. „ფაქტია, რომ ე.წ. ,,გაერთიანებულ ოპოზიციას’’ ამოძრავებს სხვა მიზნები დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის რევიზიას ცდილობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივცეთ საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავადვე დაამტკიცოს. ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებდნენ, თუ ეს ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით დაამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავი დაანებონ პროპაგანდას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)