|
2021-02-02 14:19:02, 549 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დააყენოს ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი
ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი, - ასე მიმართავს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტია „ქართულ ოცნებას“. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიციას დეპუტატის სტატუსი მათი ნების წინააღმდეგ შეუნარჩუნოს. „ „ქართულმა ოცნებამ“: თქვენ რომ ხმა მიეცით ადამიანს, რომელმაც უარი თქვა მანდატზე რადგან დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას - მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო. ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს). პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო. ცხრაასორმცდაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო. მაგრამ მაინც არ გავუშვებთო. ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ: „საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“. მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს“, - წერს ჯაფარიძე.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)