05:41 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 13:52:03, 522 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩზე“ - ლიბერტარიანული პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარტიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება

ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება, - ამის შესახებ პარტია "მეტი თავისუფლება გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და მისი ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას ეხმაურება.

"ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი
მართლა რა არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა", - აცხადებს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია "გირჩმა" გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", რომ მხარი არ დაუჭიროს კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. "გირჩში" აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აღნიშნული გადაწყვეტილება, კერძოდ, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, დიალოგს აზრს დაუკარგავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics