|
2021-02-01 10:29:25, 958 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ის თეთრი სახლი მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა განთავსებული. „აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიანმარში სამხედროებმა ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის შერყევის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. პრეზიდენტ ბაიდენს მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჯეკ სულივანმა მიაწოდა. ჩვენ კვლავ მტკიცედ მხარს ვუჭერთ მიანმარის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოვუწოდებთ სამხედროებსა და სხვა მხარეებს, დაიცვან დემოკრატიული ნორმები, კანონის უზენაესობა და გაათავისუფლონ დაკავებულები. აშშ არჩევნების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. მმართველი „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიის წარმომადგენელი, მიო ნიუნტი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების უკან, სავარაუდოდ, სამხედროები დგანან.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)