|
2015-10-03 21:36:30, 1817 ნახვა
კომენტარი
კობიაშვილი: ეს არა მარტო ჩემი, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა
„ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. „ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ჩვენი ერთიანობის, ქართული ფეხბურთის გამარჯვება. მე მინდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ჩემთვის საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს, ჩვენ ყველა ერთი ვართ. მინდა იცოდეთ რამდენად ძნელი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ვიცი რამხელა პასუხისმგელობაა, რამხელა გამოწვევაა და ეს იოლი გზა არ იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო რეზის და მამუკას. ჩვენ არ ვართ არც კონკურენტები, არც ოპონენტები, ჩვენ მეგობრები ვართ და იმედი მაქვს დავრჩებით მომავალშიც“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. ცნობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)