|
2021-01-30 23:14:46, 745 ნახვა
საზოგადოება
ცერცვაძე - საქართველოს აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
“მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოს აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიც და ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი. ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით: რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ. გამოხატული სუნთქვის უკმარისობა; შესაბამისად, COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში (განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები. ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახის ექიმებს, სასწაფო დახმარების სამსახურს და პირველ რიგში მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.” – წერს თენგიზ ცერცვაძე.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)