|
2021-01-29 09:30:37, 724 ნახვა
მსოფლიო
Novavax-ის ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო. ვაქცინამ ეფექტიანობა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც აჩვენა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო. ვაქცინის 60 მილიონი დოზა. თუკი ვაქცინა გამოსაყენებლად მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) მიერ დამტკიცდება, დოზების გადაცემა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდება. Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)