10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 19:48:45, 627 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

„უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გირაო შეგროვდეს.

„ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

დასრულდეს ის, რომ სასამართლო არ იცავს ადამიანის უფლებებს. დასრულდეს სისტემის და რეჟიმის მიერ სასამართლო სისტემის გამოყენება.

რაც შეეხება გაგრძელებას, ჩვენთვის არაფერი იცვლება.

გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაშიც ვართ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გავაგრძელებთ თითოეული პოლიტპატიმრისთვის, თითოეული ადამიანისთვის ბრძოლას.

თუმცა გვახსოვდეს რომ ეს არის მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ეს არ არის მათი საბოლოო თავისუფლება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გირაო შეგროვდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გირაო შეგროვდეს.

ყველა, საზოგადოების თითოეული წევრი დარწმუნებული ვარ, ისიც კი, ვინც დღეს სხვა მხრიდან უყურებს ამას, ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ მათ დაეხმაროს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანები გამოსულიყვნენ თავისუფლებაზე, ამის შემდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არ არის ბრძოლის დასასრული.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სისტემის შესაცვლელად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics