10:49 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 11:51:27, 687 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ მიდგომას არავის არასდროს „გავუტარებთ“

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორუფციაში ჩართულობა მიუღებელია და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომაც ეცდება, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება პასუხი.კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიდგომას არავის არასდროს არ „გავუტარებთ“

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ გასულ წელსაც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე დაგევალათ კორუფციასთან დაკავშირებით. გადაცდომებთან მიმართებით თქვენ ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა იცით. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ. მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვინმეს რაიმე გადაცდომა არ ჰქონდეს.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ეხება, უდანაშაულობის პრეზუფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან, რადგან რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიდგომას არავის არასდროს არ „გავუტარებთ“. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვსთხოვთ პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics