03:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 11:37:06, 623 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ათასი ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ დაკანონებას მხოლოდ გაჭირვებულები შეძლებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქალაქში მცხოვრები ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობენ, მის დაკანონებას შეძლებენ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიწის მიტაცების ფაქტსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია.

„დაკანონების თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ქალაქში გვყავს ისეთი ოჯახები ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებდნენ მათ დაკანონებას, ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და 1 400 ოჯახს უკვე გადავეცით 1 ლარად ეს ფართები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს ჩემი საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ა.შ. ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ გვაქვს ბევრი პროგრამები, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირთ და არა იმათ, ვისაც ოთხი საცხოვრებელი ბინა და ავტომობილი ჰყავთ. ღმერთმა ყველამ გაუმარჯოს და ღმერთმა ყველას ათასი ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებენ ის ოჯახები, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics