|
2021-01-25 17:48:37, 568 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს კლინიკებში არსებული პრობლემები პირადად გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სელექტიური კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხს. „კლინიკების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ეს გარკვეულწილად სახარჯი მასალების თანხების მატებასა და კომუნალური გადასახადების ზრდას უკავშირდება. კოვიდ პანდემიის პირობებში პაციენტთა რეგულარული ნაკადების შენარჩუნება რთული იყო, რაც კლინიკების შემოსავლებზე აისახა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, კლინიკებისთვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა იმისთვის, რომ ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოიძებნოს მექანიზმი, რათა მოხდეს გარკვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდირება“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, მინისტრთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა. „შევთანხმდით ძირითად პრინციპულ საკითხებზე და გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე. მინისტრისგან მივიღეთ დაპირება ,რომ ეკონომიკურ გუნდთან ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება. ასევე შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც , რათა მოხდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება“, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა. შეხვედრას 20-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)