|
2021-01-24 19:36:19, 737 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ჩავლეიშვილი მანდატის ხამია, ხოლო ფანგანი კი პირი, რომელსაც პროტესტის ფორმის შერჩევისას ზომიერებამ უღალატა
ჩავლეიშვილი მანდატის ხამია, ხოლო ფანგანი კი პირი, რომელმაც პროტესტის ზომიერი ფორმა ვერ შეარჩია, - ამის შესახებ პარტია „ენმ-ს“ ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მელიას განცხადებით, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია. „ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა! გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალებლის დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა. დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია. ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად! დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად ოცნების ხელისუფლებას ჰგონია რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ! ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს- ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს - გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას“,- წერს ნიკა მელია.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)