15:15 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 15:30:23, 628 ნახვა

საზოგადოება
ელენე ხოშტარია - საზოგადოება „ცხვრის ფარა“ არ არის

საზოგადოება „ცხვრის ფარა“ არ არის - ამის შესახებ დღევანდელ აქციაზე მყოფმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით , შეზღუდვები ეს ზრუნვა კიარა, არამედ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.

„დღევანდელ აქციას ვუერთდები, რადგან ეს არის ძალიან სამართალიანი ბრაზი და პროტესტი, გვახსოვს, რომ როდესაც ყველას მიგვანჩნდა, რომ გარკვეული სახის შეზღუდვები აუცილებელი იყო ადამიანები, მართლაც ემორჩილებოდნენ და სამართლიანი იყო მოწოდება "დარჩი სახლში", თუმცა დღეს ეს აკრძალვები არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და არა ვინმეზე ზრუნვა.

შეუძლებელია ამდენ თვიანი აკრძალვების პერიოდის შემდეგ მთავრობა ყოველგვარი ახსნის გარეშე გეუბნებოდეს, რომ კიდევ ერთი თვე ასე გაგრძელდება, გეუბნება, რომ იჯექი, არ გქონდეს საჭმელი და შენი პრობლემები შენ თვითონ მოაგვარე. მოქალაქეები არ არიან „ცხვრის ფარა“ მოქალაქეები არიან პასუხისმგებლობით სავსე პირები, რომლებიც არ მისცემენ ხელისუფლებას ასე მოქცევის საშუალებას“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics