|
2021-01-23 16:17:21, 1651 ნახვა
ომი უკრაინაში
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. „22 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი დაიღუპა. მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ დიმიტრის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“, - ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)