|
2015-01-30 10:31:20, 1827 ნახვა
სამართალი
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი, გამოგზავნილი ამანათებიდან ნივთებს იპარავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ბექა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრის პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ „Apple“-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)