|
2021-01-21 17:27:24, 742 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, შეხვედრები არამხოლოდ ელისაშვილთან, არამედ ნებისმიერ პარტიასთან ვაწარმოოთ
ყველა პარტიასთან, რომელიც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს, მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად მზად არის. „არამხოლოდ ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებთან“, არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით. მზად ვართ, განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ჩვენ ოპოზიციასთან და თავად ელისაშვილთან ერთად შეხვედრებზე ვსაუბრობდით. შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ. მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი, რომელიც უნდა დავასრულოთ შეთანხმებით. ყველა პარტიასთან, რომელიც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს და მისი მიზანი ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის ნაცვლად შეთანხმება იქნება, მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულა და მზად არის „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)