|
2021-01-21 12:38:11, 700 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის 46 000 მუშაკის აცრა იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის 46 000 მუშაკის აცრა იგეგმება. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორის შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწსებულებების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრებიან. „ბუნერივია, რომ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი. იმუნიზაციის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად, პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის პირების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატებიან სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი არიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. მოცვის მაჩვენებელი არის 65% არის იმგვარი დაშვება, რომ რიგ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება რამე თანხმლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვაქცინაცია არ იყოს ნაჩვენები, ამდენად, სამიზნე მოცვა არის 65%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე, ძალიან მალე, მაღალი ალბათობით ეს იქნება უკვე ამ წლის პირველი კვარტალი, ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პორველ კვარტალში და დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვებიან ხანგრძლივი მოვლის დაწსებულებების ბენეფიციარები და პერსონალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)