16:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 21:15:09, 604 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

BBC-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის კომპლექსი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს.

ამჟამად, კაპიტოლიუმის შენობაში შესვლა ან მისი დატოვება შეუძელებელია. უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შენობასთან ახლოს მისვლისგან.

როგორც BBC იუწყება, ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია მიმდინარეობდა, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics