|
2021-01-11 12:54:36, 704 ნახვა
კომენტარი
სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - ჩასაძირად განწირული გემიდან, პირველი კაპიტანი გარბის
ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს. მისი თქმით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე თავმჯდომარის წასვლა გაქცევას ჰგავს. „რეალურად, ეს განცხადება ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისის და დასავლეთიდან გაზრდილი კრიტიკის ფონზე, რომელიც მოდის „ქართულ ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა გაქცევას ჰგავს. ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, რასაც პირველად ვხედავთ ჩვენ. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქვეყანაზე ზრუნვა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)