|
2021-01-09 14:02:12, 711 ნახვა
საზოგადოება
რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მისი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა
რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, მისი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის მომდევნო კვირის განმავლობაში, საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს. „30 დეკემბერს ყრილობამ ამირჩია პრეზიდენტად, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის შეტანილი სარჩელის საფუძველზე, ტექნიკური ხარვეზის მიზნით შეგვიჩერდა რეგისტრაცია. მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ საჯარო რეესტრში დოკუმენტებს. ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა. ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ როცა 7 დეკემბერს“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)