|
2021-01-08 19:18:39, 636 ნახვა
საზოგადოება
ქართველი თეოლოგები ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს განკვეთას ითხოვენ
ქართველი თეოლოგები ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს განკვეთას ითხოვენ. მათ აღნიშნულის შესახებ მიმართვა თეოლოგებმა გამოაქვეყნეს. „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის” გამოქვეყნების შემდეგ, სადაც, ჩვენ, ეკლესიაში არსებულ კატასტროფულ პრობლემებზე დავწერეთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპოდენტს აღნიშნული ეპისტოლის ავტორებთან დაკავშირებით მრისხანედ განუცხადა, რომ “ისინი წარმართები არიან, სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს…” როგორც ვხედავთ, მეუფე იოანემ არ იკმარა რუსოფილია და ანტისემიტიზმი და კვლავ შეგვახსენა თავი მისთვის დამახასიათებელი აგრესიითა თუ ანტიქრისტიანული რიტორიკით. ჩვენ, შეშფოთებულნი ვართ, ხსენებული მღვდელმთავრის ოდიოზური, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებით, რითაც მან ურცხვად შეურაცხყო ჩვენი ნათლობის საიდუმლო, ჩვენს მიერ არაერთგზის, ერთგულებით დამოწმებული ქრისტიანულ რწმენა, პროფესიული სინდისი და საღვთისმეტყველო განათლება. ამასთან, ჩვენი სახით მან დააკნინა და შეურაცხყო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ თეოლოგთა მრავალი თაობა. მივმართავთ სინოდს: მოვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს – ბრალმდებელი მღვდელმთავრის თავხედურ და დამამცირებელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან მკრეხელურად შებღალა ჩვენი ღირსება, ნათლობის საიდუმლო და ველური ბრალდებით შეეცადა ჩვენს დისკრედიტაციას! იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩვენდამი ნათქვამ ბრალდებებს ვერ დაადასტურებს, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული იურიდიული ნორმების შესაბამისად, მოვითხოვთ შესაბამის და საკადრის სანქციას აღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით, კერძოდ კი სასჯელის უმკაცრეს ზომას – მის განკვეთას სასულიერო ხარისხიდან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)