|
2015-10-01 15:21:25, 2668 ნახვა
რეგიონი
ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში კერვის შემსწავლელი ოთახი გაიხსნა
ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანაში“ კერვის შემსწავლელი ოთახი გაიხსნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრს საკერავი მანქანები „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა წევრმა კომპანიამ „BTM ტექსტილმა“ გადასცა. სამკერვალო ოთახის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან მჟავანაძე დაესწრნენ. ცენტრში კერვის შემსწავლელი ოთახის ფუნქციონირება შშმ პირებს ხელს შეუწყობს უნარ ჩვევების გამომუშავებაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ცენტრის სადღეღამისო თავშესაფარში მყოფ მარტოხელა დედებს კი დაეხმარება პროფესიული უნარ ჩვევების დაუფლებაში, შემდგომი დასაქმების მიზნით. პროფესიონალი მკერავი ცენტრის თანამშრომლებსაც გადაამზადებს, რათა დამოუკიდებლად შეძლონ დახმარება ახალი ბენეფიციარებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)