|
2015-01-29 21:15:23, 4424 ნახვა
სხვადასხვა
Human Rights Watch: საქართველოში უმცირესობათა დაცვის მხრივ პრობლემებია
Human Rights Watch მსოფლიო ანგარიშსს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. “მაისში პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი ნიშნით, აგრეთვე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას. ზოგიერთმა გააკრიტიკა კანონი აღსრულების ქმედითი მექანიზმების (მათ შორის კანონის დამრღვევებისთვის ფინანსური ჯარიმების დაკისრების მექანიზმის) არარსებობის გამო. კანონმა ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებაზე მეთვალყურეობა ომბუდსმენის აპარატს დაავალა. თებერვალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ჰომოსექსული მამაკაცების სისხლის დონორობაზე 13-წლიანი აკრძალვა. ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე, რომლებიც ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების წინააღმდეგნი იყვნენ. სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250 ლარით (დაახლოებით 140 აშშ დოლარი) წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ”- ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ქალთა უფლებების საკითხიც. “მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა გოგონების ქორწინება ადრეულ ასაკში, რაც ხდება ან მშობლებს შორის შეთანხმებით, ან მოტაცების გზით. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი 10 ძროხის საფასურად მიჰყიდა 45 წლის მამაკაცს. 2014 წლის იანვარ-თებერვალში ომბუდსმენმა დააფიქსირა ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების სამი შემთხვევა და ადრეულ ასაკში ქორწინების 20-ზე მეტი შემთხვევა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში 7 367-მა გოგონამ დატოვა სკოლა ადრეულ ასაკში ქორწინების გამო”-აღნიშნულია ანგარიშში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)