|
2015-10-01 11:24:39, 1035 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები შეიარაღებულ ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს შეიარაღებული ძალების თხუთმეტკაცა რაგბის ნაკრები ინგლისში მიემგზავრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის გასამართ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ბრიტანეთში გამგზავრებამდე სამხედროებისგან შემდგარმა სარაგბო კლუბმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა. ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის რაგბის ტურნირი წელს მეორედ ტარდება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატი 8 ოქტომბერს დაიწყება და გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდი იბრძოლებს. მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს. ქართველ სამხედროებს პირველი თამაში სამხრეთ აფრიკის გუნდთან მოუწევთ. მეტოქეებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებისა და ტონგას ნაკრები გუნდები.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)