|
2021-01-02 11:24:40, 895 ნახვა
საზოგადოება
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 167, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 83, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 236, აჭარაში - 397, იმერეთში - 931.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 921 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 91, იმერეთში - 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 25, იმერეთში - 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 5 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 72, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 946 პირი, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 382.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)