|
2020-12-30 14:44:05, 1022 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა
შუხევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა. საპატიო შუახეველის წოდება სახალხო დღესასაწაულის ფარგლებში იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მოუძღვის მუნიციპალიტეტის წინაშე. წელს დღესასწაული ,,შუახევობა2020“ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ფართო მასშტაბით არ აღინიშნება. შუახევის მერიამ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო შუახეველების დაჯილდოებისა, გააუქმა და ღონისძიების ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით გადანაწილდა. საპტიო შუახეველის წოდება 9 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოებაში მონაწილეობა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, შუახევის მერის მოადგილემ და რესურსცენტრის უფროსმა მიიღეს. საპატიო შუახეველები გახდნენ: ტარიელ ფუტკარაძე, ჯემალ ხიმშიაშვილი, შოთა ზოიძე, ალიოშა ბაკურიძე, ტარიელ ბოლქვაძე, გურამ ქარცივაძე, ლევან ნატარიძე, სულიკო დიმიტრაძე, ბადრი დარჩიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)