|
2020-12-30 13:25:02, 698 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, ფასადები მოეწყო და ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვალა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების დროს, მოსახლეობამ მიმდებარე ჩიხების კეთილმოწყობაც მოითხოვა, თვითმმართველობამ კი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩიხებში ქვაფენილის დაგების გადაწყვეტილება მიიღო. „მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე ქვაფენილის დაგების სამუშაოების მე-3 ეტაპი წარმატებით დასრულდა. ქუჩებზე ფასადების რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასევე მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. ამ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზირებული გზით უწევდა სარგებლობა და მოხარული ვარ, რომ მათ ამ პრობლემას აქტიურად ვუგვარებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)