|
2020-12-30 13:04:59, 696 ნახვა
რეგიონი
საიმიჯო რგოლებთან ერთად აჭარული სამზარეულოს შესახებ ვიდეოგაკვეთილები მომზადდა
აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლებს საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს რეგიონის თითოეული კუთხის კულინარიაზე მომზადებული პირველი ვიდეორგოლებია, რომლებითაც ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებცნობილი კერძებია წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნული რგოლებით რეგიონის კულინარიის პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე გეგმავს. ქობულეთურ სამზარეულოზე მომზადებული კლიპის შემდეგ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიაზე გადაღებული საიმიჯო რგოლებიც ენახა. კლიპებში ნაკლებცნობილი ლაზური კერძები - ქაფშია ტაღანეი. ლუყუ დუდეი, ლაზური ბურეღი, ასევე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სინორი, ბორანო და ტოლმა აპოხტითაა გადაღებული. ცნობილმა შეფმზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა და დადუნა ღლონტმა აღნიშნული კერძების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები ადგილობრივ მზარეულებთან გოგა ზანაქიძესთან და რომა კაკაბაძესთან ერთად მოამზადეს. იანვრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას უკვე აჭარული კერძების შესახებ გადაღებულ ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებს შესთავაზებს. ფოტო-ვიდეომასალა დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგ-სემინარებთან და მასტერკლასებთან ერთად სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე განთავსდება. პროექტის მიზანი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობა და აჭარული კერძების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)