|
2020-12-30 12:24:20, 658 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება
თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)