|
2020-12-30 11:40:49, 1416 ნახვა
სამხედრო
2021 წელს განსაკუთრებული აქცენტი საბრძოლო მზადყოფნასა და შეიარაღებაზე მექნება გადატანილი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის ერთ-ერთი დიდ პროგრესად შეიარაღებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართულება დაასახელა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით წელს თავდაცვის ძალების სრული მოდერნიზაცია დაიწყო. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების კუთხით მან ებრაულ კომპანიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და 1 წლის თავზე, 2021 წელს საქართველოს სრულიად განახლებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება. თანამედროვე შეიარაღების მიმართულებაზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე შეიარაღების სისტემები ამერიკიდან დამატებით არის შესყიდული. „ავითვისეთ 30 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც მანამდე ინახებოდა წლების განმავლობაში 2007 წლიდან გამოუყენებელი იყო. როგორც გეგმებში ვამბობ, 2021 წელს განსაკუთრებული აქცენტი მექნება გადატანილი საბრძოლო მზადყოფნასა და შეიარაღებაზე. ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სისტემების შესყიდვას, როგორიც არის მაგალითად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, ათეულობით დრონების შეძენას ვგეგმავთ, როგორც ოპერატიულ ასევე ტაქტიკური საბრძოლო. მთელი ჯარი დაკომპლექტდება უახლესი ამერიკული შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)