|
2020-12-30 10:46:24, 787 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 319 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 319 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს. „წინასაახალწლო დღეებში, სააგენტომ კიდევ 319 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწვეტილება მიიღო. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. ვულოცავ თითოეულ მათგანს და 2021 წლიდან ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/news-66/
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)