|
2015-09-30 18:09:10, 1928 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა წარმომადგენლებისგან ანგარიში მოისმინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დღეს, გამგეობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის წარმომადგენლებს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულებისგან მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა, რა ეტაპზეა, როგორ მიმდინარეობს და რა საჭიროებებია კონკრეტულ სოფელში. რწმუნებულებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოკლე მოხსენებები გააკეთეს. მიმდინარე წელს ზემოთხსენებული პროგრამის ფარგლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა და აღდგენითი სამუშაოები, მინი საფეხბურთო სტადიონების,სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელების მოწყობა, გამრიცხველიანება, საავტომობილო გზების მოასფალტება – მოხრეშვა, ხიდ–ბოგირების რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკების მოწყობა, გარეგანათების დამონტაჟება, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა და სხვ. ახალაბასთუმანის რწმუნებულმა მზია მითაგვარიამ საბავშვო ბაღში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით ბაღში, სადაც 35 აღსაზრდელი ირიცხება საძინებელი ოთახი არ არსებობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა დირექტორს ციცანა თოლორაიას აღნიშნულზე პროექტის შედგენა და ზუსტი ხარჯთაღიცხვის წარდგენა დღესვე მოსთხოვა, რათა ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღისთვის უახლოეს დღეებში საჭირო რაოდენობის ლოგინი იქნეს შეძენილი. ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 19 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ამ კუთხით მუშაობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია აღმოვფხვრათ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ყველა პრობლემა. მთავარია, ბავშვები მათთვის კომფორტულ გარემოში გაიზარდონ“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების ხარისხიანობაზე პასუხისმგებლობა რწმუნებულებს დააკისრა. და კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტების განხორციელების პროცესში. მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)