21:25 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:53:26, 525 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი - 2021 წელს 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 5 მილიარდ 563 მილიონი ლარი, საიდანაც 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის.

„ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი -  25 ლარით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება 930 მილიონ ლარამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 710 მილიონ ლარამდე, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 800 მილიონ ლარს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამაზე დამატებითი რესურსების გამოყოფით, შესაძლებელი გახდა მომსახურების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან შემცირებულიყო 2 თვემდე, რაც პანდემიის პირობებში, კლინიკებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით, 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics