|
2020-12-28 17:43:18, 934 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღსაზრდელებისთვის საახალწლო ნობათის გაცემის პროცესში მონაწილეობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ და მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ მიიღეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამანათი 524 აღსაზრდელს გადაეცემა. მშობლებმა საკვები პროდუქტების მისაღებად შესაბამის სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას უნდა მიმართოს. სურსათის დარიგება საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერია პატარებს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)