|
2015-09-30 16:59:50, 755 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ADB-ის ახლადდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელ იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. მიმდინარე წლის დასაწყისში, ADB-მ დაამტკიცა 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რესურსების ათვისების რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული ობლიგაციები რის შედეგადაც მოიზიდა 100 მილიონი ლარი კაპიტალის ბაზრისა და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად. საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდან გახდა და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებულმა სესხებმა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების სავარაუდო მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)