|
2020-12-25 23:38:49, 1399 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარის განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემყარება
ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელება ძლიერი ჯარის შექმნის მყარი საფუძველია, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ის ღონისძიებები შეაჯამა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით უწყებაში დაიგეგმა და განხორციელდა. მინისტრი ჯარის ინსტიტუციური, გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით შემუშავებულ თავდაცვის ეროვნული სტრატეგიას შეეხო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გამოყო, რომელსაც ჯარის მომზადების დონე თვისობრივად ახალ საფეხურზე აჰყავს. ამ პროექტით უკვე მომზადებულია 7 გაწვრთნილი სამანევრო ბატალიონი, მომავალში კიდევ 2 ბატალიონი გაიწვრთნება და აღიჭურვება. მინისტრმა ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ერთ-ერთი ნათელი დასტურია ქართული ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. „ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს ჩვენს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას“, - განაცხადა თავდაცვის უწების ხელმძღვანელმა ანგარიშის წარდგენისას. ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროცესი, საბჭოთა დროის მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლება მსოფლიო ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“, ამერიკული „FORD“ მიერ წარმოებული 500-მდე სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით და თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა ის განხორციელებული ღონისძიებები და დაგეგმილი პროექტებია, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით აქტიურ პროცესშია. მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი. თავდაცვის ძალების ინსტიტუციური წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა რეზერვისა და მობილიზაციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება აღნიშნა და განაცხადა, რომ ძლიერი ჯარისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი რეზერვი. მან სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით უკვე არსებობს პროექტი, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას წარედგინება.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)