|
2020-12-25 09:06:46, 609 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით 25 დეკემბერს საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „გავრცელებული პანდემიის გამო, ა.წ. 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)