23:28 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 11:11:53, 453 ნახვა

საზოგადოება
2020 წელს ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ნაძალადევის გამგეობამ წელს 388 000 ლარი დახარჯა.

კალათბურთის ახალი, თანამედროვე ტიპის მოედანი მოეწყო ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. 36-ე კორპუსთან, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-ში (მე-15 კორპუსის მიმდებარედ) კი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდა.

ახალი მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„როგორც თბილისის მასშტაბით, ისე, ნაძალადევის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული სივრცეების განვითარება, რაც ხელს უწყობს ჩვენი ბავშვების, მოზარდების უფრო მეტ ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი სპორტული სივრცეების მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაა. ზღვისუბანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო, ხოლო დადიანის ქუჩაზე 560 კვ.მ ფართობის ფეხბურთის მოედანს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ ორ მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 136 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics