|
2020-12-24 10:35:21, 497 ნახვა
საზოგადოება
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 10 წლისაა!
უკვე 10 წელია სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ადგილობრივებს და უცხოელებს ბარიდან მთაში მოხვედრას უმარტივებს და დროის მაქსიმალურად დაზოგვაში ეხმარება. აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. ტერმინალისა და ასაფრენი ზოლის მშენებლობა 10 წლის წინ ერთდორულად დაიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, 3 თვეში დასრულდა. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია. შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, რეგიონში შეიქმნა დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო ტურიზმის სფეროს განვითარებას. ,, მესტიის აეროპორტში, ამ ეტაპზე ჯამურად 55 ადამიანია დასაქმებული. აქედან უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომელი 17 ადამიანია. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი 10 წელია მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად აეროპორტისთვის აკეთებენ,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. მისი თქმით, თუ დედაქალაქიდან საავტომობილო გზას დაახლოებით 8-9 საათი სჭირდება, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენის მანძილი 50 წუთამდე მცირდება. ეს ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ,, სწორედ ამიტომაც, სვანეთი თავის პოტენციალის გათვალისწინებით და იმითაც, რომ მას საკუთარი აეროპორტი აქვს, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა,-‘’ამბობს თამარ არჩუაძე. მესტიის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ ჰერმანია. 2014 წელს, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)