|
2020-12-23 12:22:11, 677 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ვაქცინა იქნება, თუმცა მოლოდინი, რომ ის ერთ-ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს, არ უნდა გვქონდეს
ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. „საქართველო არის უკვე COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი წინასწარ გადახდილი გვაქვს. დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ვაქცინა როგორც კი გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა, რისკები შევამციროთ. პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები - ხანდაზმულები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ამიტომ, ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)