07:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 09:29:01, 686 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მეტი ამერიკული კაპიტალის მოზიდვას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

„ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით მთავრობის ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტი გახდეს ცნობილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან  ისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა  შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან  ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.  ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და  რომ მსგავსი ხასიათის  შეხვედები ჩატარდეს ყველგან, მთელს ამერიკაში - ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს სტატეგიული მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics