|
2020-12-22 18:27:34, 633 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2020 წელს უწყებამ შეიძინა 24 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სარდლობებში შეიქმნა შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის მართვისა და პრევენციის პროცესში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ შეიქმნება სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგები. გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი; გაიზრდება საწოლფონდი, ასევე უწყება შეისყიდის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს; ყოველდღიური ტესტების რაოდენობა კი, 10-ჯერ მოიმატებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)