|
2020-12-22 17:46:08, 732 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს. „ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან. საქართველო სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს ნატოს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები და მომავალშიც შეინარჩუნებს სამხედრო დანახარჯებს მშპ-ის 2%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა მან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დეკემბრის თვის ნატოს მინისტერიალზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), რომელმაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტით ისაუბრა საერთაშორისო წვრთნების შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატოსთან. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)