00:15 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 14:10:33, 559 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, იქამდე ძალიან შორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკვე არის ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

„მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ შემთხვევების მატება აღარ ფიქსირდება ანუ დასტაბილიზირდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა და უკვე მრუდი გადმოიხარა ქვემოთკენ. უკვე არის ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რაც არის ჩვენს მიერ ხშირად გაჟღერებული არის აუცილებლად დასაცავი, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც 24 რიცხვიდან გარკვეულად შემსუბუქება შეეხება სავაჭრო ქსელს. აქედან გამომდინარე, მიზანშეჭონილად ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, არ ჩაითვალოს და არ შევიქმნათ ილუზია იმისა, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციას უკვე ვამარცხებთ - არა, იქამდე ძალიან შორსა ვართ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics