|
2020-12-22 12:16:32, 505 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდ19-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან 25-დან 65-მდე გაიზარდა
პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინეტიკარაძეს უსმენენ. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის როლზე. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით , პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა,რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. უწყების პირველი პირის განცხადებით, თავდაპირველად პროცესში 25 ონლაინ კლინიკა იყო ჩართული, დღეისათვის კლინიკების რაოდენობა კი 65-მდეა გაზრდილი . „პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)